developm

სანფორმაციო-საგანამანათლებლო კამპანია

ორგანიზაცია “ქალი და განვითარება”-მ წარმატებით განახორციელა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია. ამ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კაპანიის ფარგლებში “ქალი და განვითარება”-ს თანამშრომლებმა და მოხალისე აქტივისტებმა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში გაავრცელეს ცნობიერების ასამაღლებელი ბუკლეტები. ამ ბუკლეტების საშუალებით მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ რისი უფლებები და მოვალეობები გააჩნიათ ნარჩენების მართვისას მათ, როგორც მუნიციპალური სერვისების მიმღებებ პირებს. ცნობიერების ასამაღლებელი ბუკლეტები გამოცემულია პროექტის “უფლებების ამოქმება” …

სანფორმაციო-საგანამანათლებლო კამპანია Read More »

შეხვედრა ქარელის მუნიციპალიტეტში

მიმდინარე წლის 27 ივლისს ქარელის მუნიციპალიტეტში “ქალი და განვითარება”-ს პროექტის “უფლებების ამოქმედება” ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატის სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა. სადისკუსიო შეხვედრას ესწრებოდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ქალბატონი ნათია მაწონაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი თეონა ყველაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, ქარელის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია “ქალი და განვითარება”-ს სამოქალაქო მონიტორინგის ანგარიშის შესახებ, განიხილეს მუნიციპალური ნარჩენების მართვისას ქარელის სასოფლო არეალებში მცხოვრებთა, როგორც მუნიციპალური მომსახურების მიმღებთა უფლებების და ინტერესების მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები. დისკუსიის მონაწილეებისთვის ძალიან საინტერესო იყო დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვისის უშუალო მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა, პრობლემები და პერსპექტივები. მნიშვნელოვანი იყო, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა გამოთქვეს “ქალი და განვითარება”-სთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა. მრგვალი მაგიდის სადისკუსიო შეხვედრა ჩატარდა პროექტის “უფლებების ამოქმედება” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი-ს მხარდაჭერით.პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და კონრად ადენაუერის ფონდი.

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა

2023 წლის 20 ივლისს ორგანიზაციამ “ქალი და განვითარება”-მ უმასპინძლა მრგვალი მაგიდის ფორმატის სადიკუსიო შეხვედრას.  სადისკუსიო შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია “ქალი და განვითარება”-ს პროექტის ფარგლებში შექმნილ და გამოქვეყნებულ სამოქალაქო მონიტორინგის ანგარიშის შესახებ, მოისმინეს მუნიციპალური ნარჩენების მართვისას გორის სასოფლო არეალებში მცხოვრებთა, როგორც მუნიციპალური მომსახურების მიმღებთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. დასახელებული ინფორმაციის მიღების შემდეგ გაიმართა დისკუსია გორის მუნიციპალიტეტში ნარჩენებისმართვისას არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. მრგვალი მაგიდის სადისკუსიო შეხვედრა ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა დაგანვითარების ცენტრი-ს მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღიადა ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.  პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარებისცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი(IEP). პროექტს აფინანსებს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდი.

მონიტორინგის ანგარიში

პროექტის “უფლებების ამოქმედება” ფარგლებში ორგანიზაციამ “ქალი და განვითარება” გამოსცა სამოქალაქო მონიტორინგის ანგარიში, რომელიც გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სასოფლო არეალებში ნარჩენების მართვისას ადგილობრივი მოქალაქეების, როგორც მუნიციპალური მომსახურების მიმღებთა უფლებების და ინტერესების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით განხორციელებულ კვლევის ანალიზზეა დაფუძნებული. სამოქალაქო მონიტორინგის ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე https://www.asocireba.ge/files/WD_Waste_Management_Gori_Qareli.pdfპროექტი “უფლებების ამოქმედება” ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა დაგანვითარების ცენტრი-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და კონრად ადენაუერის ფონდი.

ქალთა და გოგონათა გაძლიერება

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან საქართველოში საფრანგეთის საელჩოს და ქალთა საერთაშორისო სამშვიდობო ჯგუფის მხარდაჭერით “ქალი და განვითარება”-მ კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი დაიწყო. ახალი პროექტი მიმართულია ქალთა და გოგონათა გაძლიერების, განათლების და წინსვლის ხელშეწყობაზე.

საერთაშორისო არტ კონკურსი

ორგანიზაციამ „ქალი და განვითარება” სასოკოლ ასაკის მოზარდებისთვის მშვიდობის მოყვარულთა საერთაშორისო არტ კონკურსს უმასპინძლა. კონკურსი შემდეგ ოთხ ლოკაციაზე ჩატარდა: გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი/Gori Historical-Ethnographical Museum, რუისის ხელოვნების სკოლა,  RUSUDAN’s art studio და სსიპ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლა არტ კონკურსი, რომლის სლოგანია „მშვიდობა, ვიყოთ მეგობრები“ მიზნად ისახვს, სასკოლო ასაკის მოზადებს მიეცეთ საშუალება იოცნებონ მშვიდობიან მსოფლიოსა და ომების შეწყვეტაზე და გამოხატონ ეს ოცნებები ხელოვნებით. არტ …

საერთაშორისო არტ კონკურსი Read More »

ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲐ ᲪᲘᲕᲘᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲘᲙᲔᲗᲔᲐ

სამშვიდობო სკოლის მონაწილე მედეა ხითარიშვილმა, პროექტის „ვიმოქმედოთ ერთად მშვიდობის მშენებლობისთვის“ ფარგლებში მიღებული ცოდნის გაზიარების მიზნით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს საინტერესოდ მიაწოდა ინფორმაცია სამშვიდობო განათლების საკითხებზე. საკუთარი პრეზენტაცია მედეა ხითარიშვილმა ვიქტორ ჰიუგოს შემედგი სიტყვებით დაასრულა “მშვიდობა – ცივილიზაციის სიკეთეა, ომი კი – მისი დანაშაული”. საგანმანათლებლო პრეზენტაციის წარმოდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია. დისკუსიის მიმდინარეობისას სკოლის …

ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲐ ᲪᲘᲕᲘᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲘᲙᲔᲗᲔᲐ Read More »

ტრანსატლანტიკური ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის კურსდამთავრებული

გიორგი ბერუაშვილი ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი და ამერიკული ორგანიზაციის “მერსი ქორფსი” ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) პროექტის ტრენერია. მან 2022 წელს მოიპოვა აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის სტიპენტია. ეს სტიპენტია წარმოადგენს ერთ-ერთი პრესტიჟულ ჯილდოს, რომლის მოპოვება მაღალი კონკურენციის პირობებში უხდება თითოეულ მონაწილეს. ტრანსატლანტიკური ლიდერთა პროგრამის მონაწილეები არიან ახალგაზრდა ლიდერები …

ტრანსატლანტიკური ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის კურსდამთავრებული Read More »

საფრანგეთის საელჩოს ატაშეს ვიზიტი

2022 წლის ოქტომბრის ბოლოს “ქალი და განვითარება”-ს სტუმრად ეწვია საფრანგეთის საელჩოს ატაშე თანამშრომლობის დარგში ქალბატონი ლეონორა ფუნდი და საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობი. ქალბატონმა ლეონორამ “ქალი და განვითარება”-ს გუნდის წევრებთან განიხილა საფრანგეთის საელჩოსთან თანამშრომლობის პერსპესტივები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, შემდეგ მოისმინა ორგანიზაციის დირექტორის ფატი ბუხრიკიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და გაეცნო დოკუმენტაციას, რომელიც რეგიონში ქალთა და გოგონათა უფლებებრივ მდგომარეობას, …

საფრანგეთის საელჩოს ატაშეს ვიზიტი Read More »

 საერთაშორისო არტ კონკურსი

ორგანიზაციამ „ქალი და განვითარება” სასოკოლ ასაკის მოზარდებისთვის მშვიდობის მოყვარულთა საერთაშორისო არტ კონკურსს უმასპინძლა. კონკურსი შემდეგ ოთხ ლოკაციაზე ჩატარდა: გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი/Gori Historical-Ethnographical Museum, რუისის ხელოვნების სკოლა,  RUSUDAN’s art studio და სსიპ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლა არტ კონკურსი, რომლის სლოგანია „მშვიდობა, ვიყოთ მეგობრები“ მიზნად ისახვს, სასკოლო ასაკის მოზადებს მიეცეთ საშუალება იოცნებონ მშვიდობიან მსოფლიოსა და ომების შეწყვეტაზე და გამოხატონ ეს ოცნებები ხელოვნებით. არტ …

 საერთაშორისო არტ კონკურსი Read More »