სანფორმაციო-საგანამანათლებლო კამპანია

ორგანიზაცია “ქალი და განვითარება”-მ წარმატებით განახორციელა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია. ამ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კაპანიის ფარგლებში “ქალი და განვითარება”-ს თანამშრომლებმა და მოხალისე აქტივისტებმა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში გაავრცელეს ცნობიერების ასამაღლებელი ბუკლეტები. ამ ბუკლეტების საშუალებით მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ რისი უფლებები და მოვალეობები გააჩნიათ ნარჩენების მართვისას მათ, როგორც მუნიციპალური სერვისების მიმღებებ პირებს.

ცნობიერების ასამაღლებელი ბუკლეტები გამოცემულია პროექტის “უფლებების ამოქმება” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი-ს მხარდაჭერით.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და კონრად ადენაუერის ფონდი.