მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

 „ქალი და განვითარება“    მოხალისეობის პროგრამ

მოხალისეობა  ნიშნავს ნებაყოფლობით არაანაზღაურებად საქმიანობის განხორციელებას, მომსახურების შესრულებას ან/და დახმარების გაწევას, რომლის მიზანი სოციალური სარგებლის მოტანა.

მოხალისე   ხარჯავს საკუთარ დროსა და ენერგიას საზოგადოებისათვის სარგებლის მოსატანად, ეხმარება სხვებს, ან უწევს მომსახურებას, ან იღებს გარკვეულ ვალდებულებას ნებაყოფლობით.

„ქალი და განვითარება“-ში მოხალისეებს საშუალება მიცემათ,  იმუშაონ და ჩაერთონ ორგანიზაციის მიერ  განხორციელებულ სხვადსხვა ინიციატივებში, პარალერულად მიიღონ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება,  აიმაღლოკვალიფიკაცია და გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები საკუთარი კარიერის წარმატებულ დაგეგმვისა და განვითარებისათვის,  ისწავლონ რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის წერა და გასაუბრებაზე მოქცევის წესები.

ქართველ მოხალისეებთან ერთად ჩვენს ორგანიზაციაში მუშაბდნენ ორი ევროპელი მოხალისე ქეროლაინ ვორფარტი და ოქსანა დიკი და ამერიკელი ქეით შვენკი.

მოხალისედ მუშაობის დაიწყებამდე "ქალი და განვითარება" ეცნობა მის რესურსებს და ინტრესის სფეროებს, რის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას მოხალისეს მოწვევის თაობაზე, შეათანხმებს  მასთან სამუშაო გრაფიკ და ყოველივეს ასახავს  ურთიერთშეთანხმების  მემორანდუმში.

თუ ვენ გსურთ მოხალისედ მუშაობა, ამავე დროს იცით, ან გსურთ ისწავლოთ ინგლისური ენა და გაიღმაოთ სალაპარაკო ენა უცხოელებთან ყოველდღიური კომუნიკაციით, მობრძანდით და იმუშავეთ ჩვენს ორგანიზაციაშ, ამისათვის საჭიროა CV და სამოტივაციო წერილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ქალაქი გორი, ძმები რომელაშვილების ქ. #184.

ტელეფონი:  599 559081,

ელ.ფოსტა: wdevelopm@gmail.com