მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა

2023 წლის 20 ივლისს ორგანიზაციამ “ქალი და განვითარება”-მ უმასპინძლა მრგვალი მაგიდის ფორმატის სადიკუსიო შეხვედრას. 

სადისკუსიო შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები.

შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია “ქალი და განვითარება”-ს პროექტის ფარგლებში შექმნილ და გამოქვეყნებულ სამოქალაქო მონიტორინგის ანგარიშის შესახებ, მოისმინეს მუნიციპალური ნარჩენების მართვისას გორის სასოფლო არეალებში მცხოვრებთა, როგორც მუნიციპალური მომსახურების მიმღებთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. დასახელებული ინფორმაციის მიღების შემდეგ გაიმართა დისკუსია გორის მუნიციპალიტეტში ნარჩენებისმართვისას არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე.

მრგვალი მაგიდის სადისკუსიო შეხვედრა ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა დაგანვითარების ცენტრი-ს მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღიადა ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით. 

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარებისცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი(IEP).

პროექტს აფინანსებს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდი.