მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

01-07-2021 მნიშვნელოვანი სტუმრები

მიმდინარე წლის 1 ივლისს "ქალი და განვითარება"-ს ესტუმრენ შვეიცარული საერთაშორისო ფონდის BPN-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ბ-ნ დანიელ მითერი და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი ქ-ნ მეგი მაისურაძე. შეხვედრაზე "ქალი და განვითარება"-ს გუნდთან ერთად განიხილეს გამოწვევები და მიღწევები, რომელიც ამ ეტაპისთვის ორგანიზაციას აქვს. 

ვრცლად
14-06-2021 ვიმოქმედოთ ერთად კლიმატის ცვლილების დასაძლევად

ქალები არაპროპორციულად განიცდიან კლიმატის ცვლილებებს, რადგან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული  მავნე ზემოქმედების მიმართ  ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან,  ვიდრე მამაკაცები. ვინაიდან ქალები უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი  ბუნებრივ რესურსებზე,  აუცილებელია, მოხდეს ქალების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების შერბილების ინიციატივებში, რათა ისინი გახდნენ ეფექტური აქტორები და  ცვლილებების აგენტები  გარემოსდაცვითი პოლტიკის, კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის მიმართულებით.

ვრცლად
10-05-2021 ჩვენ ვართ ქალები

პროგრამა  "ჩვენ ვართ ქალები" (We Are Women) მიმართულია ქალების გაძლიერაბაზე. ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალების, როგორც ამომრჩევლების, კანდიდატების და სამოქალაქო აქტივიტების მხარდამჭერი სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. 

ვრცლად
30-04-2021 საერთაშორისო მხარდაჭერა

ქალი და განვითარება"მ მოიპოვა გრანტი, რომელიც ლტოლვილთა დანიის საბჭოს, დანიის მთავრობის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების და გერმანის ფედერაციული მთავრობის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მოიცავს. 

ვრცლად
25-03-2021 შეჩერდეს ძალადობა

ქალი და განვითარება   ქალთა საერთაშორისო სამშვიდობო ჯგუფთან  (IWPG, თავმჯდომარე ჰიუნ სოუკ იუნი) ერთად გამოხატავს ღრმა  შეშფოთებას მიანმარში ადამიანის უფლებების დარღვევის  გამო, რომელიც უკავშირდება 2021 წლის თებერვალში  მომხდარ  სამხედრო გადატრიალებას.  მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად დომინირებული ძალები სისტემატიურად ახდენენ  მიანმარის მოქალაქეების არაძალადობრივი დემონსტრაციების ჩახშობას. ამ წუთებშიც კი, მიანმარის ხალხის მიმართ მიმდინარეობს ძალადობრივი და სისხლიანი დარბევები, რომლებსაც ადამიანების, მათ შორის ქალების  სიცოცხლე ეწირება.  

 

ვრცლად