ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება
“ქალი და განვითარება” საქართველში, ხელს უწყობს მშვიდობის, სამართლიანობისა და არაძალმომრეობითი ფასეულობების განმტკიცებას, მშვიდობიანი თანაარსებობისათვის საჭირო გარემოს ჩამოყალიბებას, ქალთა სამშვიდობო პოლიტიკის განვითარებას, სამშვიდობო დიალოგების წარმართვას, სამშვიდობო პროცესების აღდგენა-განვითარებაში ქალთა აქტიურ ჩართვას, მშვიდობის დამყარების უნარების გავრცელებას ადგილობრივ საზოგადოებაში და შერიგებისა და შემწყნარებლობის ახლებური სტრატეგიების ჩამოყალიბებას.
გარდა ამისა "ქალი და განვითარებას" სურს მიაღწიოს საქართველოში, სამშვიდობო პროცესების განვითარებას, მშვიდობის დამყარებასა და შერიგებისათვის საჭირო საზოგადოებრივი საფუძვლების ფასეულობებში ქალთა უნარის ამაღლებას, ქალთა და გოგონათა არაძალმომრეობითი სოციალური ცვლილებების განვითარებას და ადგილობრივ ქალთა და გოგონათა ადამიანური უფლებების, სიცოცხლის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას.
ამ სტრატეგიების შესასრულებლად ორგანიზაცია ახორციელებს შემდეგ მიზნობრივ ინტევენციებს:
1. ორგანიზაცია არის ქალ მშვიდობისმყოფელთა სამშვიდობო მსვლელობის ინიციატორი, რომელიც მიმართულია სამშვიდო პროცესების დაჩქარებაზე, შერიგებისა და და საერთაშორისო ადამიანთა უფლებების დაცვის იმ მექანიზმების რეალურად ამოქმედებაზე, რომლებიც განსაზღვრულია UDHR, CEDAW–ში და უსაფრთხოების საკონსულოს 1325 რეზოლუციებში.
2. შიდა ქართლის მშვიდობის ინიციატორ ქალებისა და გოგონებისათვის ატარებს ტრენინგებს და ვორკშოპებს, რათა ომის საშინელება გადატანილ ქალებს და გოგონებს გაუუმჯობესდეთ მშვიდობიანი განვითარებისათვის საჭირო ლიდერობის უნარი ისე, რომ შეძლონ სამშვიდობო პროცესებში აქტიური ჩართვა და ქალთა და გოგონათა სამშვიდობო კოალიციების შექმნა.
3. ორგანიზებას უკეთებს სამშვიდობო დისკუსიებს სამშვიდობო პროცესების მთავარ ორგანიზატორებს, ჟურნალისტებს, სამხედრო საქმის ექსპერტებს, ადვოკატებს, იურისტებს და მშვიდობისმყოფელ ლიდერ ქალ აქტივისტებს შორის. ამ დისკუსიების დროს ხდება ურთიერთ გამოცდილების გაზიარება და სტრატეგიების შემუშავება, იმისათვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა დაიწყოს შიდა ქართლში აქტიური სამშვიდობო პროცესები.