მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

14-06-2021  |  ვიმოქმედოთ ერთად კლიმატის ცვლილების დასაძლევად

ქალები არაპროპორციულად განიცდიან კლიმატის ცვლილებებს, რადგან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული  მავნე ზემოქმედების მიმართ  ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან,  ვიდრე მამაკაცები. ვინაიდან ქალები უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი  ბუნებრივ რესურსებზე,  აუცილებელია, მოხდეს ქალების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების შერბილების ინიციატივებში, რათა ისინი გახდნენ ეფექტური აქტორები და  ცვლილებების აგენტები  გარემოსდაცვითი პოლტიკის, კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის მიმართულებით.

 2021 წლის ივნისში დასახელებული პრობლემის  მიმართულებით მოიპოვა "ქალი და განვითარება"-მ გრანტი, რომლის დამფინასებელია “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო", გერმანიის დედამიწის მეგობრებთან (BUND) თანამშრომლობით და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით.

ნანახია: 131
უკან