მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

25-03-2021  |  შეჩერდეს ძალადობა

ქალი და განვითარება   ქალთა საერთაშორისო სამშვიდობო ჯგუფთან  (IWPG, თავმჯდომარე ჰიუნ სოუკ იუნი) ერთად გამოხატავს ღრმა  შეშფოთებას მიანმარში ადამიანის უფლებების დარღვევის  გამო, რომელიც უკავშირდება 2021 წლის თებერვალში  მომხდარ  სამხედრო გადატრიალებას.  მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად დომინირებული ძალები სისტემატიურად ახდენენ  მიანმარის მოქალაქეების არაძალადობრივი დემონსტრაციების ჩახშობას. ამ წუთებშიც კი, მიანმარის ხალხის მიმართ მიმდინარეობს ძალადობრივი და სისხლიანი დარბევები, რომლებსაც ადამიანების, მათ შორის ქალების  სიცოცხლე ეწირება.  

 IWPG-ის მიერ ორგანიზებული ქალთა საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობა  მოუწოდებს  გაეროს და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის გლობალურ ალიანსს,  აქტიური რეაგირება მოახდინონ, რათა  დასრულდეს მიანმარის სამხედრო შეიარაღებული რეპრესიები და პატივი სცენ ადამიანის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, ამავე დროს, გააძლიერონ საერთაშორისო ძალისხმევა, რომ მიანმარის სამხედროებმა და მომიტინგეებმა შეძლონ მშვიდობიანი  დიალოგის დაწყება.

 

ნანახია: 564
უკან