მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

30-08-2016  |  დევნილ ქალთა ინფორმირება

პროექტის ფარგლებში „ჩვენ ვართ ქალები“ ქალთა თანასწორ საარჩევნო უფლებებზე გასვლითი საინფორმაციო-სადისკუსიო შეხვედრები გაიმართა შიდა ქართლის  ჩასახლებებში. შეხვედრების  მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია არჩევნების არსზე, ქართულ საარჩევნო სისტემაზე,  ხმის მიცემის პროცედურებსა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. 

თითოეული გასვლით საინფორმაციო-სადიკუსიო შეხვედრაზე მოწვეული სამიზნე ჯგუფის წევრებისთვის  იწერებოდა სცენარი და ტარდებოდა   არჩევნების თემატიკასთან დაკავშირებული მცირე თეატრალიზებული წარმოდგენები, პერფომანსები მოდელირებული არჩევნების და სხვადასხვა სიმულაციურ-როლური თამაშების სახით.

მცირე თეატრალიზებული წარმოდგენების და სიმულაციური თამაშების ორგანიზებისთვის სპეციალური განცხადების საფუძველზე ცესკოდან დროებით გადმოგვეცა შემდეგი საარჩევნო ინვენტარი: ფარული კენჭისყრის კაბინა, გამჭირვალე საარჩევნო ყუთი, მარკირების სითხე, ულტრაიისფერი ფარანი, სპეციალური სახაზავი და კომისიის წევრების  ფორმები.

მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ მონაწილეებს ძალიან აინტრესებდათ ამომრჩევლის უფლებებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები, მათ შორის  როგორ მოიძიონ ცესკო-ს გვერდზე ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავი. მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას  პროექტის განმახორციელებელი გუნდის წევრებმა კომპედენტური პასუხები გასცეს. 

ნანახია: 1420
უკან