Uncategorized

ერთად ქალთა უფლებებისთვის

შიდა ქართლის ქალთა და გოგონათა გასაძლიერებლად “ქალი და განვითარება”-მ დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, რომლის სახელწოდებაა “ერთად ქალლთა უფლებებისთვის”. “ერთად ქალთა უფლებებისთვის” დაფინანსებულია  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის „სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ების გაძლიერებითა და ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით“ ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „Strengthening Civil Society in the Eastern Partnership“ მხარდაჭერით, რომელიც თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერალური …

ერთად ქალთა უფლებებისთვის Read More »

16 აქტიური ქალის დაჯილდოვება

საერთაშორისო კამპანიის „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 აქტიური დღე“-ს  ფარგლებში „ქალი და განვითარება“-მ  ორგანიზება გაუკეთა მრგვალი მაგიდის სადისკუსიო შეხვედრას, რომლის მიზანი იყო ქალთა აქტივიზმის ხელშეწყობა ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ჩართული აქტიურ ქალთა წახალისების გზით. შეხედრის მონაწილეებს  „ქალი და განვთარება“-ს დირექტორმა ფატი ბუხრიკიძემ წარმოუდგიენა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა მოკლე ინფორმაციას ქალთა უფლებებზე და საერთაშორისო კამპანიის “16 აქტიური დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“  დაფძუნების …

16 აქტიური ქალის დაჯილდოვება Read More »

16 აქტიური დღე ძალადობის წინააღმდეგ

„16 აქტიური დღე გენდერულ ძალადობის წინააღმდეგ” არის საერთაშორისო კამპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება 1991 წლიდან. კამპანია დაფუძნდა ქალთა ლიდერობის პირველი ინსტიტუტის მიერ, ქალთა გლობალური ლიდერობის ცენტრის დაფინანსებით. ინიციატივის დამფუძნებლებმა თარიღებად შეარჩიეს 25 ნომბერი ქალის მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე და 10 დეკემბერი – ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, რათა სიმბოლურად დაეკავშირებინათ ქალთა მიმართ ძალადობა …

16 აქტიური დღე ძალადობის წინააღმდეგ Read More »

სანფორმაციო-საგანამანათლებლო კამპანია

ორგანიზაცია “ქალი და განვითარება”-მ წარმატებით განახორციელა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია. ამ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კაპანიის ფარგლებში “ქალი და განვითარება”-ს თანამშრომლებმა და მოხალისე აქტივისტებმა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში გაავრცელეს ცნობიერების ასამაღლებელი ბუკლეტები. ამ ბუკლეტების საშუალებით მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ რისი უფლებები და მოვალეობები გააჩნიათ ნარჩენების მართვისას მათ, როგორც მუნიციპალური სერვისების მიმღებებ პირებს. ცნობიერების ასამაღლებელი ბუკლეტები გამოცემულია პროექტის “უფლებების ამოქმება” …

სანფორმაციო-საგანამანათლებლო კამპანია Read More »

შეხვედრა ქარელის მუნიციპალიტეტში

მიმდინარე წლის 27 ივლისს ქარელის მუნიციპალიტეტში “ქალი და განვითარება”-ს პროექტის “უფლებების ამოქმედება” ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატის სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა. სადისკუსიო შეხვედრას ესწრებოდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ქალბატონი ნათია მაწონაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი თეონა ყველაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, ქარელის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია “ქალი და განვითარება”-ს სამოქალაქო მონიტორინგის ანგარიშის შესახებ, განიხილეს მუნიციპალური ნარჩენების მართვისას ქარელის სასოფლო არეალებში მცხოვრებთა, როგორც მუნიციპალური მომსახურების მიმღებთა უფლებების და ინტერესების მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები. დისკუსიის მონაწილეებისთვის ძალიან საინტერესო იყო დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვისის უშუალო მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა, პრობლემები და პერსპექტივები. მნიშვნელოვანი იყო, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა გამოთქვეს “ქალი და განვითარება”-სთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა. მრგვალი მაგიდის სადისკუსიო შეხვედრა ჩატარდა პროექტის “უფლებების ამოქმედება” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი-ს მხარდაჭერით.პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და კონრად ადენაუერის ფონდი.

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა

2023 წლის 20 ივლისს ორგანიზაციამ “ქალი და განვითარება”-მ უმასპინძლა მრგვალი მაგიდის ფორმატის სადიკუსიო შეხვედრას.  სადისკუსიო შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია “ქალი და განვითარება”-ს პროექტის ფარგლებში შექმნილ და გამოქვეყნებულ სამოქალაქო მონიტორინგის ანგარიშის შესახებ, მოისმინეს მუნიციპალური ნარჩენების მართვისას გორის სასოფლო არეალებში მცხოვრებთა, როგორც მუნიციპალური მომსახურების მიმღებთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. დასახელებული ინფორმაციის მიღების შემდეგ გაიმართა დისკუსია გორის მუნიციპალიტეტში ნარჩენებისმართვისას არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. მრგვალი მაგიდის სადისკუსიო შეხვედრა ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა დაგანვითარების ცენტრი-ს მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღიადა ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.  პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარებისცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი(IEP). პროექტს აფინანსებს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდი.

მონიტორინგის ანგარიში

პროექტის “უფლებების ამოქმედება” ფარგლებში ორგანიზაციამ “ქალი და განვითარება” გამოსცა სამოქალაქო მონიტორინგის ანგარიში, რომელიც გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სასოფლო არეალებში ნარჩენების მართვისას ადგილობრივი მოქალაქეების, როგორც მუნიციპალური მომსახურების მიმღებთა უფლებების და ინტერესების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით განხორციელებულ კვლევის ანალიზზეა დაფუძნებული. სამოქალაქო მონიტორინგის ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე https://www.asocireba.ge/files/WD_Waste_Management_Gori_Qareli.pdfპროექტი “უფლებების ამოქმედება” ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა დაგანვითარების ცენტრი-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და კონრად ადენაუერის ფონდი.

ქალთა და გოგონათა გაძლიერება

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან საქართველოში საფრანგეთის საელჩოს და ქალთა საერთაშორისო სამშვიდობო ჯგუფის მხარდაჭერით “ქალი და განვითარება”-მ კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი დაიწყო. ახალი პროექტი მიმართულია ქალთა და გოგონათა გაძლიერების, განათლების და წინსვლის ხელშეწყობაზე.

საერთაშორისო არტ კონკურსი

ორგანიზაციამ „ქალი და განვითარება” სასოკოლ ასაკის მოზარდებისთვის მშვიდობის მოყვარულთა საერთაშორისო არტ კონკურსს უმასპინძლა. კონკურსი შემდეგ ოთხ ლოკაციაზე ჩატარდა: გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი/Gori Historical-Ethnographical Museum, რუისის ხელოვნების სკოლა,  RUSUDAN’s art studio და სსიპ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლა არტ კონკურსი, რომლის სლოგანია „მშვიდობა, ვიყოთ მეგობრები“ მიზნად ისახვს, სასკოლო ასაკის მოზადებს მიეცეთ საშუალება იოცნებონ მშვიდობიან მსოფლიოსა და ომების შეწყვეტაზე და გამოხატონ ეს ოცნებები ხელოვნებით. არტ …

საერთაშორისო არტ კონკურსი Read More »

ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲐ ᲪᲘᲕᲘᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲘᲙᲔᲗᲔᲐ

სამშვიდობო სკოლის მონაწილე მედეა ხითარიშვილმა, პროექტის „ვიმოქმედოთ ერთად მშვიდობის მშენებლობისთვის“ ფარგლებში მიღებული ცოდნის გაზიარების მიზნით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს საინტერესოდ მიაწოდა ინფორმაცია სამშვიდობო განათლების საკითხებზე. საკუთარი პრეზენტაცია მედეა ხითარიშვილმა ვიქტორ ჰიუგოს შემედგი სიტყვებით დაასრულა “მშვიდობა – ცივილიზაციის სიკეთეა, ომი კი – მისი დანაშაული”. საგანმანათლებლო პრეზენტაციის წარმოდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია. დისკუსიის მიმდინარეობისას სკოლის …

ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲐ ᲪᲘᲕᲘᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲘᲙᲔᲗᲔᲐ Read More »