ორგანიზაციამ „ქალი და განვითარება“, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახალი ინოვაციური პროექტის განხორციელება დაიწყო.
ინიციატივის მთავარი მიზანია მოწყვლადი ქალებისა და გოგონების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება. პროექტი ეფუძნება თანამედროვე და ეფექტურ მიდგომებს — არტ-თერაპიასა და საკონდიტრო (ბეიქინგ) თერაპიას. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში შეიძინონ პრაქტიკული და პროფესიული უნარები, აიმაღლონ ფსიქო-ემოციური მდგრადობა და გადადგან ნაბიჯები ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ.
ეს ინიციატივა ორგანიზაციისთვის არა ჩვეულებრივი მორიგი პროექტია, არამედ— ეს გახლავთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი მრავალწლიანი საქმიანობის გზაზე. 20 წელზე მეტია, „ქალი და განვითარება“ უწყვეტად მუშაობს ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვაზე, მათი შესაძლებლობების განვითარებასა და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნაზე.
გერმანიის საელჩოსთან პარტნიორობა გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო მეტ ბენეფიციარ ქალს და გოგონას დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის რეალიზებასა და ღირსეული მომავლის შენებაში.
