საფრანგეთის საელჩოს ატაშეს ვიზიტი

2022 წლის ოქტომბრის ბოლოს “ქალი და განვითარება”-ს სტუმრად ეწვია საფრანგეთის საელჩოს ატაშე თანამშრომლობის დარგში ქალბატონი ლეონორა ფუნდი და საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობი.

ქალბატონმა ლეონორამ “ქალი და განვითარება”-ს გუნდის წევრებთან განიხილა საფრანგეთის საელჩოსთან თანამშრომლობის პერსპესტივები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, შემდეგ მოისმინა ორგანიზაციის დირექტორის ფატი ბუხრიკიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და გაეცნო დოკუმენტაციას, რომელიც რეგიონში ქალთა და გოგონათა უფლებებრივ მდგომარეობას, პრობლემებს და გამოწვევებს მოიცავდა. შეხვედრის ბოლოს პატივცემულმა ქალბატონმა ატაშემ “ქალი და განვითარება”-ს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიისთვის გადასცა საფრანგეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული ახაგაზრდა ქალების ძალადობის პრევენციაზე ორიენტირებული ბუკლეტი სახელწოდებით “ძალადობის საზომი”.