საერთაშორისო კამპანიის „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 აქტიური დღე“-ს ფარგლებში „ქალი და განვითარება“-მ ორგანიზება გაუკეთა მრგვალი მაგიდის სადისკუსიო შეხვედრას, რომლის მიზანი იყო ქალთა აქტივიზმის ხელშეწყობა ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ჩართული აქტიურ ქალთა წახალისების გზით.
შეხედრის მონაწილეებს „ქალი და განვთარება“-ს დირექტორმა ფატი ბუხრიკიძემ წარმოუდგიენა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა მოკლე ინფორმაციას ქალთა უფლებებზე და საერთაშორისო კამპანიის “16 აქტიური დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ დაფძუნების ისტორიის და ყოველწლიური აქტივობების და სლოგანის შესესახებ.
პრეზენტაციის წარმოდგენის შემდეგ მონაწილეებს შორის გაიმართება დისკუსია.
შეხვედრა-დისკუსიის დასასრულს „ქალი და განვითარება“-ს მენეჯმენტის გუნდმა დააჯილდოვა კონკურსის საფუძველზე შერჩეული ის 16 აქტიური ქალი, რომელებსაც განსაკუთრებით დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქალთა უფლებების დაცვის სფეროსა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმში.
შეხვედრა-დისკუსია ორგანიზებული იყო პროექტის „ქალთა გაძლიერება წინსვლისთვის“. დონორები: საფრანგეთის საელჩო საქართველოში და ქალთა საერთაშორისო სამშვიდობო ჯგუფი.