გიორგი ბერუაშვილი ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი და ამერიკული ორგანიზაციის “მერსი ქორფსი” ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) პროექტის ტრენერია. მან 2022 წელს მოიპოვა აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის სტიპენტია. ეს სტიპენტია წარმოადგენს ერთ-ერთი პრესტიჟულ ჯილდოს, რომლის მოპოვება მაღალი კონკურენციის პირობებში უხდება თითოეულ მონაწილეს.
ტრანსატლანტიკური ლიდერთა პროგრამის მონაწილეები არიან ახალგაზრდა ლიდერები შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან და მოღვაწეობენ ისეთ ორგანოებში, როგორიცაა აშშ-ის კონგრესი, ევროპარლამენტი, ეროვნული და ადგილობრივი მთავრობები, ან უკავიათ მაღალი თანამდებობები კორპორაციულ და სამოქალაქო საზოგადოებაში.
ტრანსატლანტიკური ლიდერთა პროგრამის სტიპენდიანტებმა ექვსთვიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ 2023 წლის მაისში მონაწილეობა მიიღეს ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში ორგანიზებულ პრაქტიკულ ინტენსიურ პროგრამაში. ეს პროგრამა მოიცავდა მონაწილეობას ბრიუსელის ფორუმში, მარშალის ფონდის ფლაგმანურ კონფერენციაში, შეხვედრებს მაღალი დონის პოლიტიკოსებთან, ბიზნეს და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან და გერმანიის მარშალის ფონდის კურსდამთავრებულებთან.
ტრანსატლანტიკური ლიდერთა პროგრამა 2012 წელს ამოქმედდა შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის (GMF), აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის მიერ. პროგრამა შექმნილია იმ ახალგაზრდა ლიდერების გასაძლიერებლად, რომლებიც მოტივირებულნი არიან სამოქალაქო ჩართულობის საჯარო პოლიტიკის გამოყენებით ხელი შეუწყონ ინკლუზიური საზოგადოებების მშენებლობას.
ტრასატლანტიკური ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამას მხარს უჭერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ამერიკის საელჩოები ბრიუსელში, მადრიდში, ოსლოში, პარიზში და ჰააგაში, Meridiam Endowment Fund, ღია საზოგადოების ფონდები, KfW და Fundación ONCE.