შიდა ქართლის ქალთა და გოგონათა გასაძლიერებლად “ქალი და განვითარება”-მ დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, რომლის სახელწოდებაა “ერთად ქალლთა უფლებებისთვის”.
“ერთად ქალთა უფლებებისთვის” დაფინანსებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის „სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ების გაძლიერებითა და ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით“ ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „Strengthening Civil Society in the Eastern Partnership“ მხარდაჭერით, რომელიც თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობისა და ევროკავშირის მიერ.