მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

30-10-2015 დისკუსია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

"ქალი და განვითარების" ორგანიზებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა ქალთა საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის თემაზე. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები, საკრებულოს წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თითოეულმა მათგანმა ისაუბრა იმ ბარიერების შესახებ, რაც ქალებს პოლიტიკაში მონაწილეობისას ექმნებათ. 

ვრცლად
11-10-2015 სტუმრად ახალქალაქის ტელევიზიის ეთერში

"ქალი და განვითარების" გუნდი ახალქალაქის ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში სტუმრად იმყოფებოდნენ. გადაცემაში, რომელიც პროექტის "გენდერული თანასწორობა ქალთა წინსვლისთვის" ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა საუბარი იყო რეგიონში არსებულ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე. 
გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდნენ ასევე ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები

ვრცლად
12-10-2015 საინფორმაციო შეხვედრები სოფლებში ბოლაჯური და სმადა

"ქალი და განვითარების" მენეჯმენტის გუნდი ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ სოფლებში ბოლაჯურსა და სმადაში იმყოფებოდნენ. საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებმა ქალებმა ადგილობრივ პრობლემებზე ისაუბრეს. მათი თქმით ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ამ რეგიონში უამრავი პრობლემა აფერხებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განათლების ხელმისაწვდომობაა.

ვრცლად
16-09-2015 გასვლითი საკონსულტაციო შეხვედრები ქარელის მუნიციპალიტეტში

პროექტის "გენდერული თანასწორობა ქალთა წინსვლისთის" აქტივობებმა ამჯერად შიდა ქართლში გადმოინაცვლა. კერძოდ კი ქარელის მუნიციპალიტეტის კეხიჯვრის თემში გაიმართა გასვლითი საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივ ქალებთან. პროექტის გუნდის წევრები შეხვდნენ კეხიჯვრის ტერიტორიულ ორგანოში მცხოვრებ ქალებს და მათგან უშუალოდ მოისმინეს იმ პრობლემების შესახებ, რაც მათ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობისას ექმნებათ.

ვრცლად
15-08-2015 "ქალი და განვითარების" აქტივობები ასპინძაში

"ქალი და განვითარების" ორგანიზებით ტრენინგი და სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტში.ადგილობრივ თემებში ცხოვრებმა საზოგადოებრივად აქტიურმა ქალებმა გაიარეს ტრენინგი თემაზე "ფასილიტაცია და მოტივაცია", შეისწავლეს თემში პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზები. ტრენინგის შემდეგ გაიმართა სადისკუსიო შეხვედრა,რომელიც ეძღვნებოდა საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობის დაბალ მაჩვენებელს ასპინძის მუნიციპალიტეტში.

ვრცლად