მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

25-07-2022  |  საგრანტო ჯილდო სამშვიდობო ინიციატივებისთვის

 

2022 წლის ივლისის ბოლოს „ქალი და განვითარება“-ს პროექტმა გაიმარჯვა  „ფონდი ტასო“-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე და კიდევ ერთი საგრანტო ჯილდო მოიპოვა. პროექტი მიმართულია ქალთა სამშვიდობო ინიციატივების განვითარებაზე, მშვიდობის კულტურის პოპულარიზაციასა  და მშვიდობის საჭიროების  და ფასეულობების მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე.

დასახელებული პროექტის ფარგლებში "ქალი და განვითარება" აცხადებს კონკურსს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-წლიდან 30 წლამდე ახალგაზრდა ქალების და გოგონებისთვის მშვიდობის მშენებელ სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ მშვიდობის კულტურის საპოპულარიზაციო და საინტერესო სამშვიდობო ინიციატივებში.

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო დღეა 15 აგვისტო 2022 წელი.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ, ან დარეკეტ ტელეფონის ნომერზე: 599559081

აპლიკაციის შესავსებად გადადით ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdIC4VxdQQ8-UM459rii2Oocgks4kDIisaVMnIUQHerA718uQ/viewform?fbclid=IwAR0SNJurw-nkncsF5-UR3rf6H2VsHCFPUewgfwhNGwkqbvSCZ_Q42q8D-g8

 

ნანახია: 2156
უკან