მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

12-04-2022  |  ახალი მემორანდუმი

2022 წლის 12 აპრილს  პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE)” განსხორციელებლად  „მერსი ქორფი“-ს და  „ქალი და განვითარება“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

 „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE)” არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia)

 „ქალი და განვითარება“-ს ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრა/პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროექტის მენეჯმენტის გუნდის და ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები. მოწვეულ ახალგაზრდებს მიეწოდათ სრულყოფილი  ინფორმაცია პროექტის  „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE)” ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ტრენინგების, ფინანსური მხარდაჭერის და სხვა აქტივობების შესახებ. ამავე შეხვედრზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები  პროექტის ბენეფიტების და მონაწილეობის პირობების შესახებ.

RDYE პროექტი მიზნად ისახავს 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა  გაღრმავებას, ახალგაზრდული ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას, რათა სამიზნე ახალგაზრდებმა შეძლონ შექმნან  ახალი ან  გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობის და არასასოფლო-სამეურნეო მდგრადი ბიზნეს საწარმოები.

RDYE პროექტი მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-35 წლის ახალგაზრდებს სამიზნე 18 მუნიციპალიტეტებიდან.

www.bit.ly/3iOl8bi.

 

ნანახია: 3174
უკან