მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

11-10-2020  |  გოგონების საერთაშორისო დღე
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით მსოფლიოს გოგონათა დასაცავად 2012 წლიდან 11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღედ არის დაწესებული.
სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში, მოზარდი გოგონები უამრავ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბარიერებს აწყდებიან. ხშირ შემთხვევაში გოგონების განვითარება ისეთი მიზეზების გამო ფერხდება, როგორიცა არასასურველი ფეხმძიმობა, ნაადრევი ქორწინება, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და ძალადობა, განათლებასა და ჯანდაცვის სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა.
გაეროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით:
1. დღეს, მსოფლიოში 62 მილიონი გოგონაზე მეტი არ სწავლბს სკოლაში.
2. დღეს მსოფლიოში, 700 მილიონი გოგონა 18 წლის ასაკამდე ქორწინდება. მათგან დაახლოებით 250 მილიონი კი – 15 წლის ასაკამდე დაქორწინდა. ახლად გათხოვილმა პატარა გოგონებმა არაფერი იციან უსაფრთხო სექსის შესახებ, რის გამოც ისინი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და არასასურველი ფეხმძიმობის მსხვერპლები ხდებიან .
3. დღეს მსოფლიოში, ყოველ 10 წუთში, ერთი მოზარდი გოგონა იღუპება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო.
4. დღეს მსოფლიოში, ყოველწლიურად, 3 მილიონ მოზარდი გოგონის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება არალეგალური და საფრთხის შემცველი აბორტების გამო.
5. დღეს მსოფლიოში, მოზარდი გოგონების თითქმის ნახევარი (44 პროცენტი), ასაკის 15 დან 18-წლამდე მიიჩნევს, რომ გამამართლებელია მათი მეუღლის, ან პარტნიორის მხრიდან ცემა და ფიზიკური ძალადობა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღეს, 2020 წლის 11 ოქტომბერს, ’’ქალი და განვითარება’’ უერთდება გლობალურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ქალების და გოგონებისთვის დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამყაროს უზრუნველყოფას.
ამიტო მოგიწოდებთ:
1. ბევრად უფრო მეტი გავაკეთოთ გოგონათა საჭიროებების მიმართ ეფექტიანი პროგრამების და პოლიტიკის შექმნისა და იმპლემენტაციისთვის.
2. მოვახდინოთ ინვესტირება გოგონათა ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, განათლების და უფლებების განვითარებაში, რათა შედეგად მივიღოთ უკეთესი ცხოვრება საკუთარ ოჯხებში, თემებში, ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში.
ჩვენ გვწამს:
მივცეთ გოგონებს განათლება და განვითარების შესაძლებლობები და ისინი პოზიტიურად შეცვლიან მსოფლიოს.
ნანახია: 979
უკან