მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

27-09-2020  |  არტ კონკურსის შედეგები
"ქალი და განვითარება"-ს მიერ ორგანიზებული სასკოლო ასაკის გარემოს მოყვარულთა ონლაინ არტ კონკურსის "მრეწველობა და გარემო" ჟიურიმ შედეგები შეაჯამა.
აღსანიშნავია, რომ ძალიან რთული იყო გამარჯვებულების გამოვლენა, რადგან ბევრი ნახატი წარმოადგენს ძალიან საინტერესოს და განსაკუთრებული ეკო ხედვის ნამუშევარს. ვინაიდან კონკურსი კონკურსია, ჟიურიმ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პირველი ჯგუფი 7-დან 11 წლამდე
I ადგილი - ბარბარე გელენიძე 9 წლის
II ადგილი - ნატალი ბერუაშვილი 8 წლის
III ადგილი - მარიამ ჭიპაშვილი 8 წლის
მეორე ჯგუფი 11 წლიდან 14 წლამდე
I ადგილი - ლუკა გაგნიძე 13 წლის
II ადგილი - ლიზი გულიტაშვილი 14 წლის
III ადგილი - ელენე მურადაშვილი 11 წლის
მესამე ჯგუფი 15 წლიდან 17 წლამდე
I ადგილი - ლელა მეზვრიშვილი 16 წლის
II ადგილი - ავთანდილ დათაშვილი 16 წლის
III ადგილი -გიორგი ჯიოშვილი 15 წლის
მნიშვნელოვანია, რომ ონლაინ არტ კონკურსის ფარგლებში თითოეული მოზარდის მიერ შესრულებული ნახატმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, მოხდება ყველა მონაწილის დაჯილდოება მონაწილეობის სერთიფიკატით და "ქალი და განვითარება" საკუთარი რესურსებიდან გადასცემს მცირე წამახალისებელ პრიზებს.
გარემოს მოყვარულთა არტ კონკურსი ჩატარდა „კლიმატის კვირეული 2020“ და პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში" ფარგლებში. ინიციატივის მხარდამჭერები და დონორები არიან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, „გერმანიის დედამიწის მეგობრები“(BUND) და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტრო.
ნანახია: 818
უკან