მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

26-04-2019  |  ქალთა მშვიდობის საერთაშორისო დღე

„ქალი და განვითარება“-ს ორგანიზებით გორში 26 აპრილი, ქალთა მშვიდობის საერთაშორისო დღე,  აღინიშნა.

ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოებრივად აქტიური ლიდერი ქალები, გორის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი ქალბატონი ეკატერინე  სუხიშვილი, გორის საკრებულოს წევრი ქალბატონები, დევნილი ქალები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, ადგილობრივი მედია და „ქალი და განვითარება“-ს მშვიდობის მშენებელთა ახალგაზრდული გუნდის წევრები.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ  ინფორმაცია ქალთა მშვიდობის საერთაშორისო დღის ისტორიასთან  დაკავშირებით   და ამ დღის დამფუძნებლი ორგანიზაციის - ქალთა სამშვიდობო საერთაშორისო ჯგუფის (IWPG)  შესახებ, რის შემდეგ   მონაწილეები გაეცვნენ  მშვიდობისა და ომის შეწყვეტის დეკლარაციას (DPCW).

მოგვიანებით, გორის ვიცე-მერმა ხელი მოაწერა მშვიდობისა  და ომის  შეწყვეტის დეკლარაციის მხარდასაჭერ დოკუმენტს.

მე ვეთანხმები მშვიდობისა და ომის შეწყვეტის  დეკლარაციის (DPCW) 10 მუხლსა და 38 პუნქტში მითითებულ ფასეულობებს და მხარს ვუჭერ მას.  “ - აღნიშნა ქალბატონმა ვიცე მერმა ხელმოწერის დაფიქსირებისას.

ნანახია: 784
უკან