საერთაშორისო ფონდის „ქალები ქალებისათვის“ წარმომადგენლები ქალბატონები ანიკა კარლსონი, მარი ვირდე და სარა ლაგინდერი სტუმრად ეწვივნენ „ქალი და განვითარება“-ს.
მნიშვნელოვანი სტუმრები გაეცვნენ ორგანიზაციის ისტორიას, პრიორიტეტებს, მიმდინარე პროგრამებს და პროექტებს, დაათვალიერეს ორგანიზაციის სამუშაო გარემო და მიიღეს ინფორმაცია "ქალი და განვითარება"-ს სამომავლო გეგმების შესახებ.