|
|
|
|
|
|
|
|
|
27-08-2022 | RDYE პროექტის პირველი ეტაპი |
|
ქარელის მუნიციპალიტეტში პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ორგანიზებული საბაზისო ტრენინგების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE)” არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით და „ქალი და განვითარება“-ს პარტნიორობით ქარელის მუნიციპალიტეტში.
RDYE პროექტი მიზნად ისახავს 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა გაღრმავებას, ახალგაზრდული ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას, რათა სამიზნე ახალგაზრდებმა შეძლონ შექმნან ახალი, ან გააფართოონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობის და არასასოფლო-სამეურნეო მდგრადი ბიზნეს საწარმოები.
ქარელის მუნიციპალიტეტში RDYE პროექტის პირველი ეტაპის საბაზისო ტრენინგები ჩაატარეს „ქალი და განვითარება“-ს ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორმა და ტრენერმა გიორგი ბერუაშვილმა და მოწვეულმა ტრენერმა ნანა ქვრივიშვილმა. |
ნანახია: 1836 |
|
უკან |
|
|
|
|
|
|