მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

25-08-2022  |  სტუმრები EUMM-დან

2022 წლის 25 აგვისტოს „ქალი და განვითარება“-ს  ევოკავშირის სადმკვირვებული მისიის წარმომადგენლობა ესტუმრა.

სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელმა ქალბატონმა იოჰანა არპონენმა „ქალი და განვითარება“-ს  თანამშრომლებს მოკლედ გააცნო ევოკავშირის სადამკვირვებული მისიის მანდატის შესახებ.

 ქალბატონმა იოჰანამ განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  მანდატი მოიცავს შეუიარაღებულ სამოქალაქო სადამკვირვებელი მისიას, რომლის პრიორიტეტებია კონფლიქტის განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა, აფხაზეთის და ს/ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ნორმალური საცხოვრებელი პირობების და კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის ნდობის აღდენის ხელშეწყობა.

სადამკვირვებლო მისიის მანდატის და   პრიორიტეტებიის გაცნობის შემდეგ სტუმრები ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია „ქალი და განვითარება“-ს  პროგრამების და მიმდინარე პროექტების შესახებ.     

ნანახია: 1864
უკან