მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

24-10-2020  |  ინტერნეტ კონფერენცია
ვინაიდან ამ მწვავე პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა სწრაფი და ეფექტური რეაგირება, IWPG-ს ინიციატივით 2020 წლის 24 ოქტომბერს გაიმართა ინტერნეტ კონფერენცია თემაზე „COVID-19 გავლენა ქალთა და გოგონათა უფლებებზე“
ინტერნეტ კონფერენციის მონაწილეები „ქალი და განვითარებას“ ლიდერებთან ერთად იყვნენ ლიდერი ქალები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიიდან. ვებინარის საშუალებით კონფერენციის მონაწილეებმა ამ საკითხზე საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.
„ახლა იმის დროა, რომ ქალები გავერთიანდეთ, რათა ჩვენი პოზიტივით და ერთიანობით წარმატებით გადავლახოთ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისი“ -ასეთი იყო ამ კონფერენციის მონაწილეთა გზავნილი მსოფლიოს მასშტაბით ქალების და ქალთა და გოგონათა უფლებების დამცველთა მიმართ.
ნანახია: 985
უკან