მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

25-08-2022 სტუმრები EUMM-დან

2022 წლის 25 აგვისტოს „ქალი და განვითარება“-ს  ევოკავშირის სადმკვირვებული მისიის წარმომადგენლობა ესტუმრა.

სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელმა ქალბატონმა იოჰანა არპონენმა „ქალი და განვითარება“-ს  თანამშრომლებს მოკლედ გააცნო ევოკავშირის სადამკვირვებული მისიის მანდატის შესახებ.

ვრცლად
01-08-2022 პროექტი უფლებების ამოქმედება

„ქალი და განვითარება“-მ დაიწყო  ახალი პროექტის „უფლებების ამოქმედება“ განხორციელება.  

პროექტი ხორციელდება საქართველოს სტატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში   და კონრად ადენაუერის ფონდი.

ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვრცლად
25-07-2022 საგრანტო ჯილდო სამშვიდობო ინიციატივებისთვის

 

2022 წლის ივლისის ბოლოს „ქალი და განვითარება“-ს პროექტმა გაიმარჯვა  „ფონდი ტასო“-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე და კიდევ ერთი საგრანტო ჯილდო მოიპოვა. პროექტი მიმართულია ქალთა სამშვიდობო ინიციატივების განვითარებაზე, მშვიდობის კულტურის პოპულარიზაციასა  და მშვიდობის საჭიროების  და ფასეულობების მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე.

 

ვრცლად
01-07-2022 წარმატებული პარტნიორების შედეგი

„ქალი და განვითარება“  აქტიურად მუშაობს იმ ბენეფიციარი ქალების და ახალგაზრდა გოგონების უფლებების დასაცავად, რომელთა უფლებებრივი მდგომარება  საფრთხეშია. ამ მიმართულებით განხორციელებულ  ინიციატიებში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული პატიმრობაში და კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალების და ახალგაზრდა გოგონების   პრობლემებსა და გამოწვევებზე.

ცნობილი და სამწუხარო ფაქტია, რომ პატიმრობაში და კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალები და გოგონები უმძიმესი სოციალური და ფსიქოლოგიური სტრესის პარარელურად სტიგმას და გარიყულობას განიცდიან,  „ნასამართლეობის“ გამო მათი საახლობლო სოციუმის მიერ დაწესებული ვერდიქტით.  სტიგმატირებული ასეთი ქალები და ახალგაზრდა გოგონები უმეტეს შემთხვევაში დარჩენილი არიან  ყოველგვარი უფლებრივი დაცვის და საადვოკატო მომსახურების გარეშე.

 

ვრცლად
15-06-2022 ქალთა კიბოს პრევენციის პროექტი

‘’ქალი და განვითარება“-მ  დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიმართულია  ქალთა შორის სიმსივნის გავრცელების პრევენციაზე. პროექტის ფარგლებში ორგანიზებული იქნება  მრავალფეროვანი  ღონისძიებები, მათ შორის  საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები და მრგვალი მაგიდის დისკუსიები  გინეკოლოგიური კიბოს რისკის შესახებ ინფორმირებულობაზე,  პრევენციაზე, სიმსივნის ადრეული  გამოვლენის  და ოპტიმალური მკურნალობის პოპულარიზაციაზე

ვრცლად