ქალები არაპროპორციულად განიცდიან კლიმატის ცვლილებებს, რადგან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მავნე ზემოქმედების მიმართ ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე მამაკაცები. ვინაიდან ქალები უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი ბუნებრივ რესურსებზე, აუცილებელია, მოხდეს ქალების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების შერბილების ინიციატივებში, რათა ისინი გახდნენ ეფექტური აქტორები და ცვლილებების აგენტები გარემოსდაცვითი პოლტიკის, კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის მიმართულებით.