მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

24-04-2023 RDYE პროექტის მეორე ეტაპი ქარელში
„ქალი და განვითარება“-ს პარტნიორობით ქარელის მუნიციპალიტეტში წარმატებით დასრულდა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) საბაზისო ტრენინგების მეორე ეტაპის პირველი და მეორე ნაკადის მონაწილეებისთვის.
RDYE პროექტის მეორე ეტაპის პირველი და მეორე ნაკადის მონაწილებისთვის ტრენინგები ჩაატარა „ქალი და განვითარება“-ს ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორმა და ტრენერმა გიორგი ბერუაშვილმა.
ვრცლად
27-10-2022 საფრანგეთის საელჩოს ატაშეს ვიზიტი

2022 წლის ოქტომბრის ბოლოს "ქალი და განვითარება"-ს სტუმრად ეწვია საფრანგეთის საელჩოს ატაშე თანამშრომლობის დარგში ქალბატონი ლეონორა ფუნდი და საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობი.

ვრცლად
21-10-2022 მშვიდობა ცივილიზაციის სიკეთეა
სამშვიდობო სკოლის მონაწილე მედეა ხითარიშვილმა, პროექტის „ვიმოქმედოთ ერთად მშვიდობის მშენებლობისთვის“ ფარგლებში მიღებული ცოდნის გაზიარების მიზნით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს საინტერესოდ მიაწოდა ინფორმაცია სამშვიდობო განათლების საკითხებზე.
საკუთარი პრეზენტაცია მედეა ხითარიშვილმა ვიქტორ ჰიუგოს შემედგი სიტყვებით დაასრულა "მშვიდობა – ცივილიზაციის სიკეთეა, ომი კი – მისი დანაშაული".
ვრცლად
14-10-2022 ჩვენ მშვიდობა გვინდა
გორის დემოკრატიის სკოლაში „ქალი და განვითარება“-ს პროექტის „ვიმოქმედოთ ერთად მშვიდობის მშენებლობისთვის“ ფარგლებში ქალ მშვიდობის მშენებელ თაობათა შორის მრგვალი მაგიდის ფორმატის მორიგი სადისკუსიო შეხვედრა ჩატარდა.
დისკუსიის დროს ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელ ქალებმა საკუთარი ხედვა წარმოადგინეს მშვიდობის დანიშნულების, მშვიდობის მშენებლობის და ქალთა ჩართულობის საკითხებზე.
ვრცლად
12-10-2022 ქალთა თანამშრომლობა მდგრადი მშვიდობის განსახორციელებლად

 

 

 

 

 

 

 

"ქალი და განვითარება“-ს  დირექტორმა ფატი ბუხრიკიძემ  და პროექტების ასისტენტმა  მეგი აბალაკმა  მონაწილეობა მიიღეს IWPG-ის მიერ ორგანიზებულ  სამშიდობო ასამბლეაში, რომლის თემატიკა იყო: „ქალთა თანამშრომლობა მდგრადი მშვიდობის დანერგვისთვის“.

ვრცლად