მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

24-04-2023  |  RDYE პროექტის მეორე ეტაპი ქარელში
„ქალი და განვითარება“-ს პარტნიორობით ქარელის მუნიციპალიტეტში წარმატებით დასრულდა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) საბაზისო ტრენინგების მეორე ეტაპის პირველი და მეორე ნაკადის მონაწილეებისთვის.
RDYE პროექტის მეორე ეტაპის პირველი და მეორე ნაკადის მონაწილებისთვის ტრენინგები ჩაატარა „ქალი და განვითარება“-ს ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორმა და ტრენერმა გიორგი ბერუაშვილმა. ტრენინგების ჩატარებაში ასევე მონაწილეობდა მოწვეული ტრენერი ნანა ქვრივიშვილი.
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE)” არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით და „ქალი და განვითარება“-ს პარტნიორობით.
RDYE პროექტი მიზნად ისახავს 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა გაღრმავებას, ახალგაზრდული ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას, რათა სამიზნე ახალგაზრდებმა შეძლონ შექმნან ახალი, ან გააფართოონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობის და არასასოფლო-სამეურნეო მდგრადი ბიზნეს საწარმოები.
ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ გაიარონ მეწარმეობის საბაზისო კურსის ტრენინგები შეუძლიათ დარეგისტრინდნენ შემდეგი ლინკის საშუალებით: www.bit.ly/3iOl8bi
ნანახია: 358
უკან