|
|
|
|
|
|
|
|
|
14-10-2022 | ჩვენ მშვიდობა გვინდა |
|
გორის დემოკრატიის სკოლაში „ქალი და განვითარება“-ს პროექტის „ვიმოქმედოთ ერთად მშვიდობის მშენებლობისთვის“ ფარგლებში ქალ მშვიდობის მშენებელ თაობათა შორის მრგვალი მაგიდის ფორმატის მორიგი სადისკუსიო შეხვედრა ჩატარდა.
დისკუსიის დროს ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელ ქალებმა საკუთარი ხედვა წარმოადგინეს მშვიდობის დანიშნულების, მშვიდობის მშენებლობის და ქალთა ჩართულობის საკითხებზე.
მრგვალი მაგიდის მონაწილეთა შორის დიდი მოწონება დაიმსახურა ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელ ქალთა სკოლის მსმენელის თამარ გამგებელის მიერ მომზადებულმა პრეზენტაციამ.
დისკუსიის დროს საკუთარ სამშვიდობო გამოცდილებაზე საინტერესოდ ისაუბრა ტელე ჟურნალისტმა მაკა კოჭლამაზაშვილმა, გორის საკრებუულოს დეპუტატმა ანი ბალიაშვილმა და სამოქალაქო აქტივისტმა თეონა ფანქველაშვილმა.
|
ნანახია: 1568 |
|
უკან |
|
|
|
|
|
|