მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

ძირითადი სტრატეგიები

1. ორგანიზაციამ თავის სამუშაოებში, ქმდებებში, უფლებების დაცვას, მშვიდობის დამყარების და სოციალური ინტეგრაციის ხელშემწყობ ინტრევენციებში აქტიურად ჩართოს ქალები, გოგონები და ბავშვები არა როგორც სერვისების პასიური მიმღებები, არამედ როგორც პროცესების აქტიური მონაწილეები.

2.   საქართველოში, შიდა ქართლში ფემინისტურ ფასეულობებზე დაფუძნებული  ინტრევნციების განხორციელება ქალების და გოგონების სრული თანასწორობისა და  ადამიანურ უფლებების დაცვის მიმართულებით.

3.   მუშაობა გენდერზე, სქესობრივ, რელიგიურ, ასაკობრივ, უნარიანობაზე, ეთნიკურ, ეროვნულ და სხვა ფაქტორებზე დაფუძნებული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრაზე.

4.  ადგილობრივ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში მოსახლეობის მარგინალი სეგმენტისა და სხვა მტკივნეული ჯგუფების ქალების, გოგონებისა და ბავშვებისათვის  თანასწორი მონაწილეობის  ხელშეწყობა და მათ სასარგებლო პოზიტიური სოციალური ცვლილებების გამოწვევა.

5.  ყველაზე დაუცველი  და დისკიმინირებული ქალების, გოგონების და ბავშვებისათვის ისეთი ალტერნატიული სოციალურ-ეკონომიკური მოდელების შექმნა, სადაც სრულად მიუწვდებათ ხელი იმ ინფორმაციაზე, რესურსებზე, ტრენინგებზე და  შესაძლებლობებზე, რომლებიც მათ ჭირდებათ იმისათვის, რათა გადალახონ სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური ბარიერები, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღებაში და დაიცვან საკუთარი ადამიანური უფლებები.

6.  ადგილობრივ უფლებათა დამცველ აქტივისტი მოხალისე ქალების და გოგონების უნარიანობის და ცნობიერების ამაღლება, რათა შეძლონ ადამიანური უფლებების მონიტორინგი, დოკუმენტირება და შესაბამისი მოხსენებების გაკეთება.