მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

რას ნიშნავს სოციალური მეწარმეობა

„ქალი და განვითარება“-ს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სოციალური მეწარმეობის განვითარება წარმოადგენს, რაც გულისხმობს სოციალური მიზნების მიღწევას შემოსავლის მომტანი საქმიანობის განხორცილების გზით. სხვაგვარად რომ ვთქვათ: სოციალური საწარმო არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს გამოკვეთილი სოციალური მისია/მიზანი და რომელიც თავისი საქმიანობით მიღებულ შემოსავალს ახმარს საკუთარი მისიისა და სოციალური მიზნების რეალიზაციას.

საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გამოყოფილი გრანტის სახრებით ორგანიზაციამ შეძლო დაეფუძნებინა ამიერკავკასიაში ერთერთი პირველი სოციალური საწარმო.

გარდა ამისა ორგანიზაციის მიერ დაფუძნებულ სოციალური საწარმოს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან ერთად პარტნიორი ორგანიზაციების – Czech Fundraising Center და Resource Alliance   გამოცდილი საერთაშორიო ექსპერტები უწევენ, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კონსულტირებას სოციალური მეწარმეობის ცალკეული ასპექტების თაობაზე.

ორგანიზაციის სოციალური მეწარმეობის ჯგუფი მოტივირებულია განახორციელოს ფართომაშტაბიანი სოციალური ცვლილებები დაუცველი ქალების და გოგონების სასარგებლოდ.

 გიწვეთ სათანამშრომლოდ, რომ გახდეთ სოციალური ფასეულობების პოპულარიზაციის მოძრაობის ნაწილი. გთხოვთ, მობრძანდეთ, დააგემოვნოთ და შეგვიკვეთეთთ ჩვენს პირველ სოციალურ საწარმოში ბუნებრივი ინგრედიენტებით და ქართული ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქცია.

 გახსოვდეთ! ჩვენს საწარმოს  პროდუქციის შეძენისას, თქვენს მიერ გაღებული თითოეული თეთრით, უზარმაზარ წვლილს  შეიტანთ ღარიბ და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალების, გოგონების და ბავშვების სასიცოხლო საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

ჩვენ შეგვიძლია პროდუქციის მოწოდება თქვენთვის  საურველ დროს და საურველ ადგილას,  სწრაფად და ხარისხიანად.

 ფინანსური ურთიერთობის ფორმა: შესაძლებელია შემკვეთის სურვილისამებრ, როგორც გადარიცხვით, ასევე ნაღდი ანგარიშწორებით.

 აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი  სოციალურ საწარმო სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით 10-15% დაბალ ფასში თავაზობს შემკვეთს საკვებ პოდუქტებს და მომსახურებას.