მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

15-12-2015  |  პროექტის შეჯამება

  გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასოციაცია "ქალი და განვითარების" პროექტის "გენდერული თანასწორობა ქალთა წინსვლისთვის" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე პროექტის მენეჯმენტის გუნდმა და ბენეფიციარებმა ის აქტივობები  შეაჯამეს, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგფლებში 6 თვის განმავლობაში შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მიმდინარეობდა. 
პროექტის "გენდერული თანასწორობა ქალთა წინსვლისთვის" ფარგლებში ორი რეგიონის 10 ურბანულ და 40 სასოფლო თემის  ადგილობრივი ქალებისთვის ჩატარდა  ვორკშოპები, საინფორმაციო და სადისკუსიო შეხვედრები. შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ყველა ქალაქში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მომზადდა სატელევიზიო და რადიოგადაცემები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. 
პროექტი დაფინანსებული იყო საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ. მისი მიზანი საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდაა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტის ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და საარჩევნო  პროცესებში თანასწორი მონაწილეობის და ჩართულობისთვის.

ნანახია: 907
უკან