მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

26-11-2015  |  აქტივობები ხაშურის მუნიციპალიტეტში

ხაშურის მუნიციპალიტეტში "ქალი და განვითარების" ორგანიზებით გაიმართა ვორკშოპი და სადისკუსიო შეხვედრა, ასევე ადგილობრივ ქალებს ჩაუტარდათ ტრენინგი ფასილიტაციისა და მოტივაციის ინსტრუმენტების შესახებ, რომელსაც ტრენერი ლანა ლაგვილავა უძღვებოდა.
ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, აქტიური ქალბატონები, თვითმმართველობის თანამშრომლები და სამოქალაქო აქტივიზმში ჩართული ადამიანები ესწრებოდნენ. დისკუსიის თემა პოლიტიკურ, საარჩევნო და სოციალურ სფეროში ქალთ არათანაბარი მონაწილეობა იყო. იმსჯელეს ქალთა დაბალი მონაწილეობის გამომწვევ მიზეზებზეც. ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელთა თქმით, მისი მთავარი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირეა. 
შეხვედრა პროექტის "გენდერული თანასწორობა ქალთა წინსვლისთვის" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ასოციაცია "ქალი და განვითარება" შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ახორციელებს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

ნანახია: 694
უკან