მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

30-10-2015  |  დისკუსია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

"ქალი და განვითარების" ორგანიზებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა ქალთა საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის თემაზე. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები, საკრებულოს წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თითოეულმა მათგანმა ისაუბრა იმ ბარიერების შესახებ, რაც ქალებს პოლიტიკაში მონაწილეობისას ექმნებათ. თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა მზაობა გამოთქვა საკუთარ რიგებში ქალების მიღებისა და მათი პოლიტიკურ ასპარეზზე განვითარების ხელშეწყობისათვის.
ღონისძიება პროექტის "გენდერული თანასწორობა ქალთა წინსვლისთვის" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ასოციაცია "ქალი და განვითარება" საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს.

ნანახია: 714
უკან