მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

11-10-2015  |  სტუმრად ახალქალაქის ტელევიზიის ეთერში

"ქალი და განვითარების" გუნდი ახალქალაქის ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში სტუმრად იმყოფებოდნენ. გადაცემაში, რომელიც პროექტის "გენდერული თანასწორობა ქალთა წინსვლისთვის" ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა საუბარი იყო რეგიონში არსებულ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე. 
გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდნენ ასევე ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.მათი თქმით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ქალთა თანაბარი მონაწილეობის თვალსაზრისით საკმაოდ რთული რეგიონია. როგორც მათ ეთერში განაცხადეს, ადგილობრივმა ქალებმა მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინონ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის მისაღებად.

ნანახია: 953
უკან