„ქალი და განვითარება“ აქტიურად მუშაობს იმ ბენეფიციარი ქალების და ახალგაზრდა გოგონების უფლებების დასაცავად, რომელთა უფლებებრივი მდგომარება საფრთხეშია. ამ მიმართულებით განხორციელებულ ინიციატიებში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული პატიმრობაში და კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალების და ახალგაზრდა გოგონების პრობლემებსა და გამოწვევებზე.
ცნობილი და სამწუხარო ფაქტია, რომ პატიმრობაში და კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალები და გოგონები უმძიმესი სოციალური და ფსიქოლოგიური სტრესის პარარელურად სტიგმას და გარიყულობას განიცდიან, „ნასამართლეობის“ გამო მათი საახლობლო სოციუმის მიერ დაწესებული ვერდიქტით. სტიგმატირებული ასეთი ქალები და ახალგაზრდა გოგონები უმეტეს შემთხვევაში დარჩენილი არიან ყოველგვარი უფლებრივი დაცვის და საადვოკატო მომსახურების გარეშე.