მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

01-07-2022  |  წარმატებული პარტნიორების შედეგი

„ქალი და განვითარება“  აქტიურად მუშაობს იმ ბენეფიციარი ქალების და ახალგაზრდა გოგონების უფლებების დასაცავად, რომელთა უფლებებრივი მდგომარება  საფრთხეშია. ამ მიმართულებით განხორციელებულ  ინიციატიებში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული პატიმრობაში და კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალების და ახალგაზრდა გოგონების პრობლემებსა და გამოწვევებზე.

ცნობილი და სამწუხარო ფაქტია, რომ პატიმრობაში და კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალები და გოგონები უმძიმესი სოციალური და ფსიქოლოგიური სტრესის პარარელურად სტიგმას და გარიყულობას განიცდიან,  „ნასამართლეობის“ გამო მათი საახლობლო სოციუმის მიერ დაწესებული ვერდიქტით. შესაბამისად, ასეთი სტიგმატირებული ქალები და ახალგაზრდა გოგონები უმეტეს შემთხვევაში დარჩენილი არიან  ყოველგვარი უფლებრივი დაცვის და საადვოკატო მომსახურების გარეშე.

საქმიანობის ამ ეტპზე „ქალი და განვითარება“-ს შეზღუდული რესურსების გამო  გაუჭირდა განეხორციელებინა ეფექტურად  აქტივობები ამ სეგმენტის  ქალების და ახალგაზრდა გოგონების მხარდასაჭერად.

ჩვენდა სასიხარულოდ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ბატონ დავით ასათიანის და  იურიდიული დახმარების თბილისის ბიუროს დირექტორის ბატონ სულხან კომახიძის დიდი გულისხმიერების  და თანადგომის შედეგად შესაძლებელი გახდა პატიმრობაში და კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ ახალგაზრდა ღარიბი ქალების  საადვოკატო მომსახურებით უზრუნველყოფა, რომლებიც  საკუთარი საახლობლო სოციუმის მიერ გარიყულები და სტიგმატირებულები არიან.

„ქალი და განვითარება“-ს გუნდი გამოხატავს ღრმა მადლიერებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და იურიდიული დახმარების თბილისის ბიუროსადმი, რადგან ამ ინსტიტუტებთან წარმატებული   პარტნიორობის შედეგმა უზრუნველყო, ერთ-ერთი ყველაზი მოწყვლადი ქალთა და გოგონათა ჯგუფის უფლებების დაცვის წინსვლის შესაძლებლობა.

ნანახია: 817
უკან