მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

15-06-2022  |  ქალთა კიბოს პრევენციის პროექტი

 

‘’ქალი და განვითარება“-მ  დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიმართულია  ქალთა შორის სიმსივნის გავრცელების პრევენციაზე. პროექტის ფარგლებში ორგანიზებული იქნება  მრავალფეროვანი  ღონისძიებები, მათ შორის  საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები და მრგვალი მაგიდის დისკუსიები  გინეკოლოგიური კიბოს რისკის შესახებ ინფორმირებულობაზე,  პრევენციაზე, სიმსივნის ადრეული  გამოვლენის  და ოპტიმალური მკურნალობის პოპულარიზაციაზე .

პროექტის ფარგლებში  გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალების და ახალგაზრდა გოგონებისთვის ასევე ჩატარდება საგანმანათლებლო ვერქშოფები, რომელიც მოიცავს საკითხებს გინეკოლოგიური კიბოს მკურნალობის, კლინიკური კვლევები,  გენეტიკას როლის, ჯასაღი ცხოვრების წესის, სექსუალური ჯანმრთელობის და სწორი კვების შესახებ.

ვებინარის საშუალებით  ჩაერთვებიან გინეკოლოგიური  ონკოლოგიის ფაკულტეტის  დოქტორები,  ვისკონსინის უნივერსიტეტის მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მედიცინის ასისტენტ პროფესორები და ბირინგემში ალაბამას უნივერსიტეტის   ყოვლისმომცველი კიბოს ცენტრის ექსპერიმენტული თერაპიის პროგრამის  პროფესორები

 

ნანახია: 973
უკან