მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

14-09-2022 თაობათა დიალოგი

გორის დემოკრატიის სკოლაში „ქალი და განვითარება“-ს ორგანიზებით  მრგვალი მაგიდის დისკუსია  გაიმრთა თემაზე  „თაობათა დიალოგი“.

სადისკუსიო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტების დარეგულირების და ქალთა სახალხო დიპლომატიის ღვაწლმოსმილმა და გამოცდილმა ქალბატონებმა ლია ჩლაჩიძემ, თამარ ედიშერაშვილმა, ლალი ბაიაძემ, მაყვალა ბერიშვილმა, ნაილი მელნაშვილმა და მარინე ტაბატაძემ. დისკუსიაში ასევე აქტიურდ ჩაერთნენ ანი ბალიაშვილი, ირმა ჩიტუაშვილი, ნანა ლოთიშვილი, ქეთევან გოგიაშვილი და მშვიდობის მშენებელ ახალგაზრდა ქალთა სკოლის მონაწილეები.

ვრცლად
10-09-2022 ვერქშოფი ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმში

„ქალი და განვითარება“-ს სამშვიდობო პროექტის  ფარგლებში დაფუძნებულ ახალგაზრდა ქალთა სამშვიდობო სკოლის მონაწილეებისთვის  ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმში გასვლითი ვერქშოფი ჩატარდა.

ახალგაზრდა მშვიდობის მყოფელებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია მშვიდობის არსის, მშვიდობის მემსწავლელი მეცნიერების, მშვიდობის ფორმების, სამშვიდობო ინიციატივებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობასა და საერთაშორისო ინსტრუმენტებზე.

 

ვრცლად
27-08-2022 RDYE პროექტის პირველი ეტაპი

ქარელის მუნიციპალიტეტში პროექტის   ფარგლებში ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის  ორგანიზებული საბაზისო ტრენინგები პირველი ეტაპი    წარმატებით დასრულდა.

პროექტი ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE)” არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით დაქალი და განვითარება“- პარტნიორობით ქარელის მუნიციპალიტეტში.

ვრცლად
25-08-2022 სტუმრები EUMM-დან

2022 წლის 25 აგვისტოს „ქალი და განვითარება“-ს  ევოკავშირის სადმკვირვებული მისიის წარმომადგენლობა ესტუმრა.

სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელმა ქალბატონმა იოჰანა არპონენმა „ქალი და განვითარება“-ს  თანამშრომლებს მოკლედ გააცნო ევოკავშირის სადამკვირვებული მისიის მანდატის შესახებ.

ვრცლად
01-08-2022 პროექტი უფლებების ამოქმედება

„ქალი და განვითარება“-მ დაიწყო  ახალი პროექტის „უფლებების ამოქმედება“ განხორციელება.  

პროექტი ხორციელდება საქართველოს სტატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში   და კონრად ადენაუერის ფონდი.

ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვრცლად