მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

30-04-2011  |  შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან

,,ქალი და განვითარება“-ს ორგანიზებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ქალაქ გორში დევნილი და მასპინძელი თემში მცხოვრებ ქალებსა და გოგონებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ ქალებს და გოგონებს გააცნეს მუნიციპალიტეტის ახალი სოციალური პროგრამები და აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხეს.

ქალებმა და გოგონებმა მოიწონეს მიმდინარე წლის სოციალური პროგრამები და აღნიშნეს, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მნიშვნელოვან შეღავათს მიიღებს მათი სარგებლობით.

ასოციაცია ,,ქალი და განვითარება“ - ს ხელმძღვანელმა ფატი ბუხრიკიძემ შეხვედრაზე ისაუბრა ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ უახლოეს მომავალში იგეგმება გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში დევნილ ქალთა ინტრესების დამცველი ადვოკატირებისა და ლობისტური ჯგუფების შექმნა, სადაც ჩართული იქნებიან ის კონკრეტული დეპუტატებიც, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქალთა პრობლემებით. სამომავლოდ ამ ჯგუფების საშუალებით გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოებისათვის მიწოდებული იქნება ქალებისა და გოგონების მიერ შემუშავებული პროექტები და წინადადებები, რათა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაითვალისწინოს მოსახლეობის ამ ნაწილის აზრი ბიუჯეტის ფორმირების, სხვადასხვა პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების დროს.

ნანახია: 3124
უკან