მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

15-02-2011  |  ახალი პროექტი: „ფოკუსირება ყველაზე მტკივნეულზე“

პროექტის „ფოკუსირება ყველაზე მტკივნეულზე“ ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:

1. შიდა ქართლის დევნილთა 4 კომპაქტურ დასახლებაში - სკრა, კარალეთი, ბერბუკი მოხისი და ამ ჩასახლებების მასპინძელ თემებში მცოხვრებ ქალებს და გოგონებს (განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების) უფასო საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევენ ორგანიზაციის ქალთა ჯანდაცვის სპეციალისტი და იურისტი.

2. 30 ქალი და გოგონა გაივლის წვრთნას და სწავლებას ლიდერობასა და სოციალურ მობილიზააციაში.

3. ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოების 15 დეპუტატისათვის ჩატარდება ტრენინგი ლობირებასა და ადვოკატირებაში.

4. მიზნობრივი ჯგუფის ქალებს და გოგონებს მიეწოდებათ საინფორმაციო-საგანმანათებლო მასალები ჯანმრთელ ურთიერთოებსა და ქცევებზე, სქესობრივი გზით გადამდებ საშიშ დაავადებებზე, მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტატიაზე აღმოჩენის და სხვა ქალურ დაავადებების პრევენციულ ღონისძიებებზე.

5. სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები პერიოდულად მიწვეული იქნებიან ასოციაცია „ქალი და განვითარება“-ს ოფისში შეხვედრა-დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრა-დისკუსიები გაიმართება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და რეგიონში მოღვაწე წარმატებულ ლიდერ ქალთა შორის.

6. სამიზნე თემებში მცხოვრებ ნებისმიერ ქალს და გოგონას პროექტი მისცემს შესაძლებლობას, რომ მათთვის სასურველი ფორმით წარმოადგინონ ინფორმაცია საკუთარი პრობლემების და საჭიროებების შესახებ, რომელიც შემდგომი რეაგირებისათვის ოპერატიულად მიწოდებული იქნება ხელისუფლებისათვის.

საკონსულტაციო სერვისების და საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალების მიღება შესაძლებელი იქნება, როგორც სამიზნე თემებში, ასევე ასოციაცია „ქალი და განვითარება“-ს ოფისში შემდეგ მისამრთზე: ქალაქი გორი, აღმაშენებელის ქუჩა #1.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტეფონებზე: 8370 22 98 08, 599 55 90 81, 790 55 90 81.

ნანახია: 2240
უკან