მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

27-08-2022  |  RDYE პროექტის პირველი ეტაპი

ქარელის მუნიციპალიტეტში პროექტის   ფარგლებში ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის  ორგანიზებული საბაზისო ტრენინგები პირველი ეტაპი    წარმატებით დასრულდა.

პროექტი ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE)” არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით დაქალი და განვითარება“- პარტნიორობით ქარელის მუნიციპალიტეტში.

RDYE პროექტი მიზნად ისახავს 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა გაღრმავებას, ახალგაზრდული ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას, რათა სამიზნე ახალგაზრდებმა შეძლონ შექმნან ახალი, ან გააფართოონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობის და არასასოფლო-სამეურნეო მდგრადი ბიზნეს საწარმოები.

ქარელის მუნიციპალიტეტში RDYE პროექტის პირველი ეტაპის  საბაზისო ტრენინგები ჩაატარეს „ქალი და განვითარება“-ს ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორმა და ტრენერმა გიორგი ბერუაშვილმა და მოწვეულმა ტრენერმა ნანა ქვრივიშვილმა.

ნანახია: 279
უკან