მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

რას ვაკეთებთ

 „ქალი და განვითრება" საქართველოში მუშაობს ფემინისტური და უფლებათა დაცვის პერსპექტივებით, რათა ადგილობრივ ქალებს, გოგონებსა და ბავშვებს არ მოუხდეთ ცხოვრება გენდერულ, სექსუალურ და ოჯახში ძალადობობრივ გარემოში.

ორგანიზაციზაცია საკუთარი ქმდებებით ეწინააღმდეგება ქალების, გოგონების და ბავშვების დისკრიმინაციას ყველა ფორმას და აქვს ამბიცია და მცდელობა, რომ მიაღწიოს ქალების, გოგონების და ბავშვების უფლებების დაცვას, შესაძლებლობების განვითარებას და თანასწორობას საზოგადოების ყველა დონეზე.

,,ქალი და განვითარება" წარმოადგენს ყოველგვარი დისკრიმინაციული პრაქტიკისგან თავშეკავებულ ისეთ ორგანიზაციას, რომელიც საკუთარი ქმდებებით ებრძვის ყველანაირ ძალადობრივ იდეოლოგიას, რომელიმე  კულტურის, რელიგიის, რწმენის სისტემის და ეთნიკური ჯგუფების მიმართ. ყოველივე ამისათვის ორგანიზაციას აქვს საკუთარი მისიის, ხედვის, მიზნების და სტრატეგიების შესაბამისი  მანდატი და ფასეულობები.

დასახელებული მანდატისა და ფასეულობების  ფარგლებში „ქალი და განვითარება" ახორციელებს აქტიურ და სტრატეგიულ ინტერვენციებს. ეს ინტერვენციები მოიცავს ქალების, გოგონების და ბავშვების  დაცვაზე და განვითარებაზე მიმართულ პროგრამებს, პროფესიული მომზადება-გადამზადების მასტერ კლასებს, საგანმანათლებლო ტრენინგებს, უფლებათა დაცვის უნარების ასამაღლებელ ვორკშოპებს, საინფორმციო-საგანმანათლებლო კამპანიებს,  ზიანის შეცირების საადვოკაციო ქმედებებს,   სამშვიდობო ინიციატივებს, საპროტესტო მსვლელობებს, რეგულარულ საინფორმაციო კურსებს, ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს და გარემოსდამცავ ღონისძიებებს.