მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

10-09-2022  |  ვერქშოფი ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმში

„ქალი და განვითარება“-ს სამშვიდობო პროექტის  ფარგლებში დაფუძნებულ ახალგაზრდა ქალთა სამშვიდობო სკოლის მონაწილეებისთვის  ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმში გასვლითი ვერქშოფი ჩატარდა.

ახალგაზრდა მშვიდობის მყოფელებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია მშვიდობის არსის, მშვიდობის მემსწავლელი მეცნიერების, მშვიდობის ფორმების, სამშვიდობო ინიციატივებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობასა და საერთაშორისო ინსტრუმენტებზე.

შესვენებისას ახალგაზრდა ქალთა სამშვიდობო სკოლის მონაწილეებმა დაათვალიერეს ოკუპაციის მუზეუმი. მშვიდობის მშენებელ ქალებისთვის  განსაკუთრებით ემოციური და საინტერესო იყო  ოკუპაციის მუზეუმის დაფუძნების ისტორია, ექსკლუზიური  ექსპონატები და შთამბეჭდავი ბანერები.

პროექტი დაფინანსებულია „ფონდი ტასო“-ს მიერ.

 

ნანახია: 214
უკან