მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

04-01-2021  |  ბრაილის მსოფლიო დღე
ბრაილის შრიფტის გამომგონებელი ლუი ბრაილი დაიბადა საფრანგეთში 1809 წლის 4 იანვარს. უბედური შემთხვევის გამო ლუი ბრაილმა ბავშვობაში მხედველობა ორივე თვალიდან დაკარგა. მიუხედავად იმის, რომ მას არ ჰქონდა მხედველობა, იგი იყო ძალიან განათლებული და მოიპოვა საფრანგეთის სამეფო ინსტიტუტში სტიპენტია.
ლუი ბრაილის დიდი დამსახურებაა, რომ მან შეიმუშავა ტაქტილური კოდი, ე.წ. რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტი, რომლის საშუალებით უსინათლოებს შეუძლიათ სწრაფად და ეფექტურად ნებისმიერი ტექსტის წაკითხვა და დაწერა.
ლუი ბრაილმა საკუთარი გამოგონების შედეგები ჯერ კიდევ 1824 წელს თხუთმეტი წლის ასაკში გააცნო თანატოლებს.
1829 წელს ლუი ბრაილმა გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი სახელწოდებით: "სიტყვების წერის, მუსიკის და უბრალო სიმღერის მეთოდი წერტილების საშუალებით“.
დღეს ბრაილის შრიფტის საშუალებით ნებისმიერი უსინათლო იღებს განათლებას და ამ რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტით ისინი ისევე იოლად კითხულობენ და წერენ სასურველი ტექსტს, მუსიკას, თუ კომპოზიციას, როგორც სრული მხედველობის მქონე ნებისმიერი ადამიანი.
ნანახია: 494
უკან