მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

30-07-2016  |  შესრულებული მისია

30 ივნისს მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეს ქეით სვენკის ბოლო სამუშაო დღე იყო „ქალი და განვითარებაში“. ქეითი 2014 წლის მარტში ჩამოვიდა საქართველოში და მშვიდობის კორპუსის 3 თვიანი მოსამზადებელი ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ ჩვენს ორგანიზაციაში მოავლინეს.

ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციის მენეჯმენტის გუნდის და ქეითის ძალისხმევით არაერთი  პროექტი და მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. სასიამოვნო და სევდანარევი იყო ქეითის ბოლო სამუშაო დღე, როგორც  ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის, ასევე თითონ ქეითისთვის - „ქალი და განვითარება“ ჩემი მეორე სახლია, ამიტომ ძალიან მენანება ჩემს ორგანიზაციასთან, მის სტაფთან და ბენეფიციარებთან განშორება!“ - აღნიშნა მან თავის გამოსამშვიდებელ სიტყვაში.

ნანახია: 1571
უკან