მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

25-09-2022  |  ვერქშოფი ჯავახეთში
„ქალი და განვითარება“-ს სამშვიდობო პროექტის ფარგლებში დაფუძნებულ ახალგაზრდა ქალთა სამშვიდობო სკოლის მონაწილეებისთვის მორიგი გასვლითი ვერქშოფი ჯავახეთში ჩატარდა
ვერქშოფის მიმდინარეობისას მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კონფლიქტების არსზე, გუნდურ მუშაობაზე, პაციფისტმზე და მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე.
ვერქშოფის პარალერულად ახალგაზრდა ქალთა სამშვიდობო სკოლის მონაწილეებმა დაათვალიერეს ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში არსებული ყველაზე პაციფისტური ეთნოკონფესიური ჯგუფის - დუხაბორების მუზემ-ნაკრძალი.
მონაწილეები დიდი ინტერესით გაეცნენ დუხაბორების წეს-ჩვეულებებს, საქართველოში გადმოსახლების და პაციფიზმთან დაკავშირებულ ისტორიას. კონკრეტულად მიიღეს ინფორმაცია, რომ დუხაბორები უარყოფენ ბიბლიის კანონიკურ ტექსტს და აქვთ საკუთარი ბიბლიური მცნება „არა კაც კლა", რომელიც ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, უარყოფს სამხედრო სავალდებულო სამსახურს და ომებში მონაწილეობას.
ჯავახეთიდან წამოსვლამდე სამშვიდობო სკოლის მონაწილეები ესტუმრენ ბუღდაშენის ულამაზეს აღკვეთილს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროექტი დაფინანსებულია TASO Foundation • ფონდი ტასო-ს მიერ.
ნანახია: 647
უკან