მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

21-10-2022  |  მშვიდობა ცივილიზაციის სიკეთეა
სამშვიდობო სკოლის მონაწილე მედეა ხითარიშვილმა, პროექტის „ვიმოქმედოთ ერთად მშვიდობის მშენებლობისთვის“ ფარგლებში მიღებული ცოდნის გაზიარების მიზნით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს საინტერესოდ მიაწოდა ინფორმაცია სამშვიდობო განათლების საკითხებზე.
საკუთარი პრეზენტაცია მედეა ხითარიშვილმა ვიქტორ ჰიუგოს შემედგი სიტყვებით დაასრულა "მშვიდობა – ცივილიზაციის სიკეთეა, ომი კი – მისი დანაშაული".
საგანმანათლებლო პრეზენტაციის წარმოდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
დისკუსიის მიმდინარეობისას სკოლის დირექტორი ქალბატორი მარინე ტაბატაძე ღონისძიების მონაწილეებს ესაუბრა კაცობრიობისთვის მშვიდობის პოზიტიური როლზე.
მშვიდობისა და ომის შესახებ საკუთარი ხედვა ასევე წარმოადგინეს დისკუსიის მონაწილე პედაგოგებმა, მოსწავლე გოგონებმა და ვაჟებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის "ვიმოქმედოთ ერთად მშვიდობის მშენებლობისთვის" მენეჯმენტის გუნდი.
პროექტი მხარდაჭერილია TASO Foundation • ფონდი ტასო-ს მიერ.
ნანახია: 405
უკან