მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

 

12-10-2022  |  ქალთა თანამშრომლობა მდგრადი მშვიდობის განსახორციელებლად

"ქალი და განვითარება“-ს  დირექტორმა ფატი ბუხრიკიძემ  და პროექტების ასისტენტმა  მეგი აბალაკმა  მონაწილეობა მიიღეს IWPG-ის მიერ ორგანიზებულ  სამშიდობო ასამბლეაში, რომლის თემატიკა იყო: „ქალთა თანამშრომლობა მდგრადი მშვიდობის დანერგვისთვის“.

საერთაშორისო სამშვიდობო ასამბლეაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 132  ქვეყნის, IWPG-ის 105 ფილიალის 2000 წარმოამადგენელი.

ამ ღონისძიებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსოფლიოს წინაშე არსებული ამჟამინდელი კონფლიქტების გამო, იზრდება მოთხოვნა ახალი საერთაშორისო სამართლის ჩამოყალიბების თაობაზე. ამის საპასუხოდ, პოზიტიურ ეფექტს იძენს ქალთა საერთაშორისო  სამშვიდობო მოძრაობის მოწოდება მშვიდობის დამკვიდრების და ომის შეწყვეტის დეკლარაციის (DPCW) ლეგალიზაციისთვის.

ამავე  ღონისძიებაზე ვარაუდეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით მოხდება უფრო მეტი ქალის გაერთიანება და ჩართულობა მდგრადი მშვიდობის რეალიზებისთვის საჭირო აქტივობებში.

ნანახია: 460
უკან